USAID საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ წამოწყებულ სამოქალაქო ინიციატივებს დააფინანსებს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს განცხადებით, ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების ძალისხმევას COVID-19-თან ბრძოლაში.
“USAID/Georgia-ს მეშვეობით ვაცხადებთ სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამას, სახელწოდებით ACT NOW.
პროგრამა დაეხმარება ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებიც:
? მუშაობენ საქართველოში COVID-19-ის გავრცელების შემცირებაზე;
? აუცილებელ დახმარებას უწევენ მაღალი რისკის ქვეშ მყოფ თემებს;
? ხელს უწყობენ სექტორთშორის თანამშრომლობას ქვეყნის საპასუხო ძალისხმევის განსამტკიცებლად;
? მაქსიმალურად ეფექტიანად მოქმედებენ COVID-19-ის კრიზისის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების საპასუხოდ.
გრანტების რაოდენობა $500-დან $5,000 დოლარამდეა და გაიწერება 3-დან 7 დღის განმავლობაში.
ვრცლად გრანტის მიღების პირობებს გაეცანით – აქ.