ახალი ამბები

შვილზე ძალადობისა და ცოლზე მუქარისთვის კაცს 1.6 წლით პატიმრობა მიესაჯა

18 მარტი, 2020 • 615
შვილზე ძალადობისა და ცოლზე მუქარისთვის კაცს 1.6 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, კაცს არასრულწლოვან შვილზე ძალადობისა და ცოლზე მუქარისთვის სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ექვსი თვით მიუსაჯა.

უწყების ინფორმაციით, მტკიცებულების თანახმად, 2019 წლის დეკემბერში ქ. გორში,ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა კაცმა არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც მისი მეორე  არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა.

მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261  მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ კაცი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი