ახალი ამბები

ათამდე საწარმო ჩაერთო პირბადეების წარმოებაში – თურნავა

18 მარტი, 2020 • 1133
ათამდე საწარმო ჩაერთო პირბადეების წარმოებაში – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დამზადება იწყება.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ერთ-ერთი ასეთი კომპანია “აჭარა ტექსტილია”, რომელიც პირბადეების დამზადებას უკვე ხვალიდან დაიწყებს. მისივე განცხადებით, საწყის ეტაპზე საქართველოში წარმოებულ სამედიცინო ნიღბებს სახელმწიფო შეისყიდის:

“პრემიერის დავალებითა და კერძო სექტორის ჩართულობით საქართველოში პირბადეების დამზადების პროგრამა შევიმუშავეთ. ხვალ, პრაქტიკულად, უკვე ვიწყებთ პირბადეების დამზადებას და პირველი საწარმო, რომელიც ამაში ჩაერთვება, “აჭარა ტექსტილია”. ხვალ ფოთში ჩავალ და ამ საწარმოს ვესტუმრები, რათა პირბადეების პირველი პარტია ჩემი თვალით ვნახო. მინდა გითხრათ, რომ ამ პროგრამაში ათამდე სამკერვალო საწარმოა ჩართული, ასევე, რამდენიმე კომპანია, რომლებსაც დასამზადებლად საჭირო ნედლეული შემოაქვთ. ქვეყანაში საკმარისი მარაგი გვაქვს იმისთვის, რომ პირველი პარტია უკევე ვაწარმოოთ. პირველი რაოდენობა სახელმწიფოს მიერ იქნება შეძენილი და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ მათზე, ვისაც დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება”, – განაცხადა თურნავამ.

მისივე ცნობით, კომპანიების ნაწილი პირბადეებს უსასყიდლოდ დაამზადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი