ახალი ამბები

“ზიარების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს” – დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

18 მარტი, 2020 • 5887
“ზიარების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს” – დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღოლი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მიიჩნევს, რომ ზიარების წესი უნდა შეიცვალოს. მღვდელმსახური აღნიშნავს, რომ ახლა სხვისი სიცოცხლის გარისკვის ფასად გმირობის და თამაშის დრო არაა:

“გულდასმით ვეცნობით სხვა ეკლესიების პოზიციებს. რთულია გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა ბევრი აზრი არსებობს ეკლესიაში და რადიკალურად განსხვავეუბლი აზრი ჩვენი მრევლისა და რომ არ დავაზიანოთ ეს ჯგუფები, აწონილად უნდა ვიმოქმედოთ. რაც შეეხება ჩემს აზრს, პირადად ჩემი აზრია, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, არ არის თამაშის დრო, არც რაღაც გმირობის დამტკიცების დროა, სხვისი სიცოცხლის გარისკვის ფასად. ვფიქრობ, რომ რასაკვირველია, ზიარების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს. მაცხოვარი ამბობს, ადამიანისთვის არის შექმნილი შაბათი და არა ადამიანი შაბათისთვის, ანუ წესი არის შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანი – წესისთვის.

როცა ზიარებაზე ვლაპრაკობთ, წესი არის გაცემა – გაცემის წესი. შინაარსი არის ზიარება. ზიარების მადლმოსილებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ გაცემის წესი საუკუნეების განმავლობაში მართლაც იცვლებოდა და სრულიად განსხვავებული გვაქვს დღეს, ბოლოს და ბოლოს, წმინდა წირვა, რომელსაც აღვასრულებთ ყოველდრიურად, სრულიად განსხვავდება იმისა, რაც აღასრულა მაცხოვრამა საიდუმლო სერობისას” ,- ამბობს მღვდელმსახური ტელეკომპანია “პირველთან”.


ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აპირებს, დროებით მაინც შეცვალოს ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენების პრაქტიკა, რითაც ამ რისკს შეამცირებდა.

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი