ახალი ამბები

მძღოლები შემოსავლის გარეშე არ დარჩებიან – კალაძე

18 მარტი, 2020 • 538
მძღოლები შემოსავლის გარეშე არ დარჩებიან – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, მიკროავტობუსების მძღოლები ანაზღაურების გარეშე არ დარჩებიან. ამის შესახებ კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კალაძის თქმით, სამარშრუტო ტაქსების კომპანიასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები უმუშევრობი პერიოდში შემოსავლის გარეშე არ დარჩებიან.

გუშინ, 17 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსების მოძრაობა საქართველოს მასშტაბით შეიზღუდა. ე.წ. “ყვითელი მარშუტკების” მოძრაობა კი დედაქალაქში დროებით აიკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი