ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

18 მარტი, 2020 •
სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი, 18 მარტის მდგომარეობით, 84-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკით გაავრცელა.

“ამ 84 შემთხვევას თან ახლავს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები. გუშინდელი შემთხვევების 70% ეჩმიაძინის ინციდენტთან იყო დაკავშირებული, ასევე, ერევანში არსებულ ერთ-ერთ საწარმოსთან. დღეს ეს პროცენტი გაიზარდა და უკვე 81% არის ამ შემთხვევებთან დაკავშირებული”, – აცხადებს ფაშინიანი.

ამ დროისთვის სომხეთში ყველა საგანმანათლებო დაწესებულებას შეჩერებული აქვს ჩვეულებრივი ფუნქციონირება; ამასთან, საზღვრები ჩაკეტილია საქართველოსთან და ირანთან (სომხეთს დანარჩენ ორ მეზობელთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ისედაც ჩაკეტილი აქვს საზღვრები).

სომხეთის მთავრობამ რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, 2 კვირით შეზღუდოს მოქალაქეების მიმოსვლა და უზრუნველყოს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება.

ფოტო: : hetq.am

მასალების გადაბეჭდვის წესი