ახალი ამბები

ცნობილია 4 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო – ტიკარაძე

18 მარტი, 2020 • 1430
ცნობილია 4 ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო – ტიკარაძე

დღეს, 18 მარტს, კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, სპეციალისტებისთის ცნობილია მათი დაინფიცირების წყარო და ისინი აქამდე გამოვლენილ შემთხვევებთან არიან კავშირში.

“4 ახალი პაციენტი მიეკუთვნება ჩვენთვის ნაცნობ კლასტერებს. მათგან 2 მოთავსებულია ინფექციურ სააავდმყოფოში, 2 კი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში”, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახდება და შეუძლებელი იქნებაა პირველწყაროს იდენტიფიცირება, სახელმწიფო დაიწყებს მოსახლეობის მასობრივ ტესტირებას, რათა დროულად მოახდინოს იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება.

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1 გამოჯანმრთელდა. ასევე, 1 100-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო რეჟიმშია მოთავსებული.

რას გულისხმობს კორონავირუსის აგრესიული ტესტირება – ტიკარაძის განმარტება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი