ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

18 მარტი, 2020 • 2375
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსი COVID-19 კიდევ 4 მოქალაქეს დაუდასტურდა. ჯამში, 18 მარტის ოფიციალური მონაცემებით, ვირუსი ლაბორატორიულად 38 ადამიანს აქვს დადასტურებული.

ამასთანავე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 1 130 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 81. აქედან ერთი პაციენტი, რომელიც COVID-19-სგან განიკურნა, ინფექციური საავადმყოფოდან 16 მარტს გაწერეს.

რაც შეეხება მსოფლიოს, 155 ქვეყანაში ვირუსით 198 155 ადამიანია ინფიცირებული. აქედან, ყველაზე მეტი – ჩინეთში 81 086 და იტალიაში – 31 506.

მასალების გადაბეჭდვის წესი