ახალი ამბები

მოსახლეობის აგრესიულ ტესტირებას დავიწყებთ – მინისტრი

18 მარტი, 2020 • 3785
მოსახლეობის აგრესიულ ტესტირებას დავიწყებთ – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კვირის ბოლოდან კორონავირუსზე მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დაიწყება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეს განცხადება ტიკარაძემ მოამბის ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისაგან მიღებულია რეკომენდაცია მოსახლეობის აგრესიული ტესტირების შესახებ

“წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რომ დამატებით მივიღოთ სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება. დღესდღეობით, ეს ქვეყანა არის ჩინეთი. ახლა მხოლოდ ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი და კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ 1tv-ის ცნობით.

ამავე თემაზე

რას გულისხმობს კორონავირუსის აგრესიული ტესტირება – ტიკარაძის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი