პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე დასმულ კითხვებს იუმორით პასუხობდა.
როგორც ცნობილია, ამ ინფორმაციას ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებდა კორონავირუსის კრიზისამდე და გახარია ამბობდა, რომ “გაზაფხულს უნდა დავლოდებოდით” და ‘წინასწარ არ დაგვასპოლირებდა”.
რ2-ის ეთერში სტუმრობისას გახარიამ დღეს განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია პროცესი, ემსახუროს ქვეყანას და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება ამ დროს: მთავრობაში, მის გარეთ თუ რიგით პოზიციაზე.
“ყოველთვის ვცდილობდი ამ კითხვაზე იუმორით მეპასუხა და არ არის ამაზე საუბარი საინტერესო, თუმცა იუმორი თუ გაინტერესებთ, შემიძლია იუმორზეც გადავიდეთ და გაზაფხულის მოლოდინის შემდეგომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიწილებს შემოდგომით ითვლიან და ვნახოთ, რა იქნება”, – აცხადებს გახარია.