საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ პოპულარულმა ანთების საწინააღმდეგო წამლებმა, როგორიცაა, მაგალითად, იბუპროფენი, შესაძლოა გააუარესოს კორონავირუსით დაავადებული ადამიანი.
ოლივიე ვერანმა, რომელიც პროფესიით ნევროპათოლოგია, ეს განცხადება ტვიტერზე გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსისას უმჯობესეია, ibuprofen-ისა და cortisone-ის ნაცვლად, პარაცეტამოლის მიღება.
თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, ფრანგი მინისტრის ეს განცხადება ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა გააკრიტიკეს ზემოხსენებული განცხადების მტკიცებულების გარეშე გაკეთების გამო. ამ დროისთვის არ არსებობს სამეცნიერო კვლევა, რომელიც მინისტრის ნათქვამს დაადასტურებდა.
დღეს ამ საკითხზე ტვ პირველის ეთერში კომენტარი გააკეთა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ჯერ რაიმე მტკიცებულების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.