დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 6.8 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.08 ლარი გახდა. ლარი გაუფასურდა ევროსთანაც თითქმის 3 თეთრით. შედეგად ხვალ, 18 მარტს, ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.39 ლარი იქნება.
ლარის მკვეთრი გაუფასურება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ 7 მარტს 1 აშშ დოლარი 2.77 ლარი ღირდა. ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ მოვლენებს უკავშირებს.