ახალი ამბები

შსს: სხვადასხვა ქვეყნის 5-მა მოქალაქემ საქართველოში 12 კგ-ზე მეტი კოკაინი შემოიტანა

19 აგვისტო, 2015 • 934
შსს: სხვადასხვა ქვეყნის 5-მა მოქალაქემ საქართველოში 12 კგ-ზე მეტი კოკაინი შემოიტანა

შსს-ს ცნობით, გამოვლენილია ნარკოტიკების ტრანზიტის ახალი მარშრუტი. 

 

კერძოდ, უწყების განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანისა და უკანონოდ შენახვის ბრალდებით ბრაზილიის 2 მოქალაქე, ეკვადორის მოქალაქე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და ლიბანის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს.

 

შსს-ს ცნობით, 4 მოქალაქე  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  მაშინ დააკავეს, როდესაც  მათ საქართველოში 5 კგ კოკაინი შემოქონდათ. ლიბანის მოქალაქე კი სარფის საბაჟოზე დააკავეს, რა დროსაც მას, უწყების ინფორმაციით, ხელჩანთაში არსებულ სამალავში და ამავე ჩანთაში მოთავსებულ ლამინირებულ ფოტოალბომში 7.3 კგ კოკაინი აღმოაჩნდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული სატრანზიტო გზით ნარკორიკის თურქეთში გატანას ცდილობდა.

 

შსს-ს ინფორმაციით, 5-დან 3 დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი