ახალი ამბები

თინა ხიდაშელი აშშ–ის თავდაცვის მდივანს, ეშტონ კარტერს შეხვდა

19 აგვისტო, 2015 • 802
თინა ხიდაშელი აშშ–ის თავდაცვის მდივანს, ეშტონ კარტერს შეხვდა

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ხიდაშელისა და კარტერის საუბარი დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა და მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობებზე გაამახვილეს. პრესსასმსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკული მხარის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გზაზე მარტო არ დარჩება.

 

„მეტი დახმარება და მხარდაჭერა ქართულ არმიას და, ზოგადად, საქართველოს უსაფრთხოების არსებულ გარემოს – იმისთვის, რომ საქართველომ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორმა სახელმწიფომ, წარმატებით და ადეკვატურად უპასუხოს რეგიონში არსებულ გამოწვევებს. ეს არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ თავდაცვის მდივნისგან მივიღეთ და უახლოეს მომავალში პრაქტიკულ შედეგებს გამოიღებს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა შეხვედრები უკვე გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში და ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

 

გამორჩეულად მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა – ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აშშ-ში ვიზ…

Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on Tuesday, August 18, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი