ახალი ამბები

კორონავირუსის 20 ათას ტესტს ვყიდულობთ – სამინისტრო

17 მარტი, 2020 • 1351
კორონავირუსის 20 ათას ტესტს ვყიდულობთ – სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმის, სამინისტრო კორონავირუსის 20 ათას ტესტს ყიდულობს.

გაბუნია დასძენს, რომ დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებს 100 ტესტის ჩატარება შეუძლიათ, შესაბამისად, ამ კუთხით დაყოვნების პრობლემა არ არსებობს.

„ამჟამად ჩვენს მარაგში არის 3 000 ტესტი, ასევე შესყიდვის ფაზაშია 20 ათასამდე ტესტი, შესყიდვის პროცედურა მთავრდება და ტესტების მოწოდება ხდება.

დღეს ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ ყველა საეჭვო შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტულ განმარტებას –  იქნას ტესტირებული“, – განმარტავს გაბუნია.

მინისტრის მოადგილის თქმითვე, პირი ტესტირებას იმ შემთხვევაში გადის, თუ ეპიდემიოლოგი ამის საფუძველს ხედავს. ტესტის პასუხებს კი 12-დან 24 საათამდე დროის ვადაში იღებენ.

17 მარტის მონაცემებით, 30 იანვრის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა ფიქსირდება, საკარანტინო რეჟიმში – 1008 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.

მასალების გადაბეჭდვის წესი