ახალი ამბები

თემურ ჩხაიძე: მერაბ ჟორდანიას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს

18 აგვისტო, 2015 • 2923
თემურ ჩხაიძე: მერაბ ჟორდანიას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს

“სურვლი აქვს, რომ წარდგინება გააკეთოს ლანჩხუთის გურიადან” – განუცხადა მან რუსთავი 2–ს.

 

მერაბ ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს 1998 წლიდან 2005 წლის ივნისამდე იკავებდა. იგი ამ თანამდებობაზე ორჯერ აირჩიეს.

 

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე არც ერთ კანდიდატს არ შეუტანია ოფიციალური განაცხადი. საკუთარი კანდიდატურის წარდგენისთვის მსურველებს ვადა 7 სექტემბრამდე აქვთ. 

 

“გურია ნიუსის” ინფორმაციით, მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთში ყოფნისას დაადასტურა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურს. მათივე ცნობით, ჟორდანია ლანჩხუთში მუნიციპალიტეტის გამგებელსა და გურიის ფეხბურთის სამხარეო ფედერაციის პრეზიდენტს, კახა ებრალიძეს შეხვდა. 

 

თავად ზაზა ურუშაძემ ტელეკომპანია “იმედს” არ დაუდასტურა, რომ ჟორდანიამ მათთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებაზე ისაუბრა. 

 

 

მერაბ ჟორდანია სუპერთასის მატჩზე კახა კალაძის გვერდით. ფოტო – კახა კალაძის ფეისბუკის გვერდიდან
მერაბ ჟორდანია სუპერთასის მატჩზე კახა კალაძის გვერდით. ფოტო – კახა კალაძის ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი