ახალი ამბები

ბანკებში 1 დოლარი 3.2 ლარი ღირს, ევრო – 3.5-ზე მეტი

17 მარტი, 2020 • 2118
ბანკებში 1 დოლარი 3.2 ლარი ღირს, ევრო – 3.5-ზე მეტი

მსხვილ კომერციულ ბანკებში (თიბისი, საქართველოს ბანკი) 1 დოლარის ღირებულება (14:00 საათისთვის) 3.2 ლარს შეადგენს. ეს იმ ფონზე, როცა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი 17 მარტისთვის 3.01 ლარია.

ბლუმბერგის ტერმინალზე ამ დროისთვის ლარის კურსი დოლართან 3.15 – ს შეადგენს.

რაც შეეხება მიკროსაფინანსოებს, Agora.ge-ის თანახმად, ისინი ამჟამად დოლარზე ამ კურსებით ვაჭრობენ.

რაც შეეხება ევროს, თიბისი ბანკში 1 ევროს ღირებულება ამ დროისთვის 3.57 ლარია, საქართველოს ბანკში – 3.55.

რაც შეეხება მისო-ებს და ევროს:

ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკი 12 მარტს გამოეხმაურა და დევალვაცია ახალი კორონავირუსის გავრცელებას დაუკავშირა.

სებ-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა.

ეროვნული ბანკი 18 მარტის ოფიციალურ გაცვლით კურსს 17:00 საათზე გამოაცხადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი