ახალი ამბები

Amazon–ის ბესტსელერი წიგნი – “ახალი მეთოდი ბავშვის დასაძინებლად”

18 აგვისტო, 2015 • 1181
Amazon–ის ბესტსელერი წიგნი – “ახალი მეთოდი ბავშვის დასაძინებლად”

წიგნი 2014 წლის აპრილში დაიბეჭდა და მისი ავტორი შვედი ფსიქოლოგი, კარლ–იოჰან ფორსენ ერლინია.

 

როგორც sciencealert წერს, გარდა იმისა, რომ ეს ავტორის მიერ საკუთარი ხარჯებით გამოცემული ერთადერთი წიგნია, რომელიც ამაზონის რეიტინგის სათავეში მოექცა, სავარაუდოდ, ასევე ერთადერთი პოპულარული წიგნია ბაზარზე, რომელიც მშობლებს ასწავლის, თუ როგორ დააჰიპნოზონ თავიანთი ბავშვები.

 

sciencealert აღნიშნავს, რომ წიგნი “კურდღელი, რომელსაც დაძნება სურს: ახალი მეთოდი ბავშვების დასაძინებლად” წააგავს ძილის წინ წასაკითხ სხვა საბავშვო წიგნებს, მოიცავს ილუსტრაციებს და აქვს არაფრით გამორჩეული, ადვილად გამოსაცნობი სიუჟეტი: კურდღელ როჯერს ეხმარებიან ბიძა და მეგობრები, რათა საღამოს დაიძინება შეძლოს.

 

მაგრამ, sciencealert–ის ინფორმაციით, ის, რაც ამ წიგნს სხვა, ერთი შეხედვით მსგავსი საბავშვო წიგნებისგან განასხვავებს, არის მასში გამოყენებული სპეციფიკური ენა, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული ბავშვებში ძილის გამოსაწვევად. აქვეა ავტორის რჩევები მშობლებისთვის, თუ როგორ უნდა წაიკითხონ ეს ფრაზები. ფორსენ ერლინის განცხადებით, ფსიქოლოგიური ტექნიკების გამოყენება, როგორც არის გარკვეულ სიტყვებზე აქცენტის დასმა, ნელი, მშვიდი გამოთქმა და მთქნარება კითხვის მთელი პროცესისას, დაეხმარება ბავშვს, რომ დაიძინოს.


“როგორც მშობელი, ყოველთვის უნდა დაეხმაროთ ბავშვს, რომ გააკეთოს ისეთი რაღაცები, რაც წარმოსახვას გაუუმჯობესებს და გამოიჩინოთ პოზიტიური ძალისხმევა, რომ ბავშვმა ახალი ქცევა შექმნას.  ეს წიგნი ზუსტად ასეა, წარმოსახვის საშუალებით ის ეხმარება ბავშვს, რომ ფოკუსირდეს ძილსა და რელაქსაციაზე,” – ამბობს წიგნის ავტორი, კარლ–იოჰან ფორსენ ერლინი.


მასალების გადაბეჭდვის წესი