ახალი ამბებირეკლამა

Next Group დისტანციურ მუშაობაზე გადადის და ბინის ყველა მყიდველისთვის საჩუქარი აქვს

17 მარტი, 2020 • 5476
Next Group დისტანციურ მუშაობაზე გადადის და ბინის ყველა მყიდველისთვის საჩუქარი აქვს

სამშენებლო დეველოპერული კომპანია Next group –ი ითვალისწინებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციას და დისტანციური მომსახურების ფორმატზე გადადის.

კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერებაში თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოების ყველა სეგმენტს და განსაკუთრებით ბიზნესს სექტორს, უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლებლობას იძლევა სამშენებლო კომპანიის ოფისის დისტანციური მუშაობა ისევ ისეთი ეფექტური იყოს, როგორც აქამდე.

ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად გაეცნონ კომპანიის მიმდინარე თუ დასრულებულ პროექტებს, დაჯავშნონ მათთვის სასურველი ბინა ან გააფორმონ ნასყიდობის ხელშეკრულება და თანხის სრულად გადახდის შემდგომ მიიღონ საკუთრების უფლება.

კომპანია სიახლეს სთავაზობს ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს. კერძოდ, ბინის ყველა მყიდველს საჩუქრად გადაეცემა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ვაუჩერი, საოცნებო სახლის სურვილსამებრ მოსაწყობად.

Next group მომხმარებლებს სთავაზობს ბინებს წყნარ, გამწვანებულ და კომფორტულ ადგილას ზღვის ხედით, მახინჯაურში. მშენებლობისას გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ენერგოეფექტური YTONG®-ის სამშენებლო ბლოკი, ბინა აღიჭურვება ალუმინის კარ-ფანჯრებითა და „კონეს“ ფირმის თანამედროვე ლიფტებით. საცხოვრებელ კომპლექსს ექნება ღია აუზი, რესტორანი, მწვანე ეზო, უფასო ავტოსადგომი და ვიდეოსათვალთვალო კამერები.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე : +995 574 33 00 33 / +995 593 44 80 11 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე – sales@nextgroup.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი