ახალი ამბები

საბერძნეთში ღვთისმსახურება შეაჩერეს | COVID-19

17 მარტი, 2020 •
საბერძნეთში ღვთისმსახურება შეაჩერეს | COVID-19

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მითსოთაკისმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკლესიებში ღვთიმსახურება ჩერდება და ეკლესიები ღია მხოლოდ ინდივიდუალური ლოცვისთვის რჩება. ამის შესახებ იგი ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა რელიგიური ღვთისმსახურება დროებით უნდა შეჩერდეს. ეკლესიები ღია იყოს მხოლოდ ინდივიდუალური ლოცვისთვის. საჯარო ჯანდაცვის დაცვა მტკიცე გადაწყვეტილებებს მოითხოვს“, — წერს იგი.

აქამდე კორონავირუსთან საბრძოლველად საბერძნეთის მთავრობამ ჩაკეტა საზღვრები, ქვეყანაში დაიკეტა კინოთეატრები, ბარები, კლუბები და ა.შ. დაიკეტა სკოლებიც და საგანმანათლებლო დაწესებულებები.


საბერძნეთში ამჟამად Covid-19-ის 352 შემთხვევაა დაფიქსირებული. მსოფლიოში – 182 413 შემთხვევა და 7 154 გარდაცვალება.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი