საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა სს “საქართველოს რკინიგზის” საკუთრებაში არსებული ფართის სათანადო ხელშეკრულების გარეშე, უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 აშშ დოლარი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) გრძელდება, რაც ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სს “საქართველოს რ…
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფოს კუთვნილი სს „საქართველოს რკინიგზის“ აღმოსავლეთის ელექტრო მომარაგების სამმართველოს ელექტრო მომარაგების რაიონის უფროსი, გრიგოლ კაჭარავა დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული ფართის სათანადო ხელშეკრულების გარეშე, უკანონოდ სარგებლობის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 აშშ დოლარი. დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისიწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით
Posted by ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური on Monday, August 17, 2015
