ნეტგაზეთი | საქართველოში 21 მარტიდან გამოიდარებს საქართველოში 21 მარტიდან გამოიდარებს – Netgazeti
RU | GE  

საქართველოში 21 მარტიდან გამოიდარებს

დღეს, 17 მარტს, თბილისში თოვლი მოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ცნობით, ნალექი და დაბალი ტემპერატურა საქართველოს მასშტაბით 21 მარტამდე შენარჩუნდება.

ცივი ჰაერის მოქმედება 19 მარტის ჩათვლით მთელ საქართვლეოში შენარჩუნდება. ნალექი მოსალოდნელია როგორც დაბლობზე, წვიმისა და თოვლ-ჭყაპის სახით, ასევე მოთოვს მთიან რაიონებში. ჰაერის ტემპერატურა ამ დღეების განმავლობაში, მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ცნობით, 1-6 გრადუსამდე შენარჩუნდება, მთაში კი შესაძლოა 0 გრადუსამდე დაეცეს.

20 მარტს ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ნალექი შესაძლოა დაბლობსა და ბარში წვიმაში გადავიდეს, მცირე თოვაა მოსალოდნელი მთიან და მაღალმთიან რეგიონებში.

უამინდობა ქვეყნის მასშტაბით 21 მარტამდე გაგრძელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.