ახალი ამბები

ბრიტანეთში ბავშვებს Game of Thrones–ის პერსონაჟების სახელებს არქმევენ

17 აგვისტო, 2015 •
ბრიტანეთში ბავშვებს Game of Thrones–ის პერსონაჟების სახელებს არქმევენ

კერძოდ, 2014 წელს არია 244 ბავშვს დაარქვეს, 9 ბავშვს – დაენერისი, 6–ს- სანსა, ხოლო 53–ს – ხალისი. თიონი დაარქვეს 18 ბავშვს, ტირიონი- 17–ს, ბრანი – 4–ს, სანდორი – 4–ს. 

 

mashable.com–ის ინფოგრაფიკი
mashable.com–ის ინფოგრაფიკი

Independent წერს, რომ საყვარელი წიგნი, სატელევიზიო შოუ თუ ფილმი ხშირად ახდენს გავლენას ბავშვების სახელებზე. მაგალითად, Breaking Bad–ის გამოსვლის შემდეგ ბრიტანეთში გაიზარდა იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც უოლტერი და სკაილერი დაარქვეს.

 

გარდა ამისა, სახელებზე გავლენა მოახდინა როულინგის “ჰარი პიტერმაც”: გაიზარდა ბავშვების რაოდენობა, რომელთაც რონი დაარქვეს, ასევე იყო შემთხვევებიც, როდესაც ბავშვებს ბელატრისა, დრაკო, ან სირიუსი დაარქვეს. 

 

Independent–ის ცნობით, კულტურის ზეგავლენით სახელების დარქმევის ტენდენცია უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბდა. 1999 წელს, ბრიტნი სპირსის “Baby One More Time”–ის გამოსვლის შემდეგ სახელ ბრიტნის პოპულარობა გაიზარდა. ასევე, 2002 წელს სიმღერა “Whenever, Wherever”–ის გამოსვლას შაკირას პოპულარობის ზრდა მოჰყვა, ხოლო რაიანასი – 2007 წელს,  “Umbrella”–ს გამოსვლის შემდეგ.


ასევე, Independent–ის ინფორმაციით, რაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “ამელი”, ეს სახელი ძალიან პოპულარული გახდა – 1996 წელს ეს სახელი 3 ადამიანს დაარქვეს, 2013 წლამდე კი მაჩვენებელი  10,095–მდე გაიზარდა.

არია სტარკი. ფოტო Game if Thrones-ის ფეისბუკის გვერდიდან
არია სტარკი. ფოტო Game if Thrones-ის ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი