ახალი ამბები

ჩინეთში 120 სიმღერა “ამორალურობის” გამო აკრძალეს

17 აგვისტო, 2015 • 960
ჩინეთში 120 სიმღერა “ამორალურობის” გამო აკრძალეს

“გარდიანის” ცნობით, ჩინეთის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვებ–გვერდების კონტენტზე პასუხისმგებელი პირები თუ არ წაშლიან ამ სიმღერებს, კანონის თანახმად მკაცრად დაისჯებიან.

 

აკრძალული კომპოზიციების ჩამონათვალში შედის ტაივანელი ჰიპ–ჰოპ ჯგუფის, MC HotDog–ის სიმღერებიც. მათ შორის ერთ–ერთი სიმღერის სახელწოდებაა “მე მიყვარს ტაივანელი გოგონები”, ტექსტში კი შეხვდებით ფრაზას “არ მომწონს ჩინელი ქალები, მიყვარს ტაივანელი გოგონები”.

 

კადრი MC HotDog–ის კლიპიდან
კადრი MC HotDog–ის კლიპიდან


ამავდროულად, ჩინეთის 29 ვებსაიტმა მიიღო გაფრთხილება ან დაჯარიმდა იმისთვის, რომ აჩვენებდნენ შოუებს, სადაც “წახალისებული იყო არასრულწლოვანთა დანაშაულებები, ამართლებდა ძალადობას და შეიცავდა სექსუალურ კონტენტს”

 

“გარდიანის” ცნობით, გასულ წელს ჩინეთის პეზიდენტმა წამყვან შემსრულებლებს უთხრა, რომ მათ ნამუშევრებში უნდა იყოს წარმოჩენილი სოციალისტური ფასეულობები და არა “ფულის მყრალი სუნი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი