ახალი ამბები

ერთი დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

16 მარტი, 2020 • 1469
ერთი დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 1.7 თეთრით გაუფასურდა. შედეგად, ხვალ, 17 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 3.01 ლარი იქნება. ეროვნული ვალუტა ევროსთან 2.6 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.36 ლარი გახდა.

ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკი 12 მარტს გამოეხმაურა და დევალვაცია ახალი კორონავირუსის გავრცელებას დაუკავშირა.

სებ-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი