ახალი ამბები

საპატრიარქო მამალაძის შეწყალების ან სასჯელის გადავადების მომხრეა

16 მარტი, 2020 • 1224
საპატრიარქო მამალაძის შეწყალების ან სასჯელის გადავადების მომხრეა

საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მომხრეა.

დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს სხდომა 17 მარტს უნდა გაიმართოს.

“როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ “მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზისი თხოვნის გათვალისწინებით”.
ეკლესიის პოზიცია უცვლელია. და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც, მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა.

დეკანოზ მამალაძეს შესაძლოა, სასჯელი გადაუვადონ

მასალების გადაბეჭდვის წესი