BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად 721 ადამიანი დაშავდა, 58 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაღუპულთა შორის არის 21 მეხანძრე, ჯერ კიდევ დაუზუსტებელი რაოდენობა კი დაკარგულად ითვლება.
აფეთება მოხდა ტიანცინის პორტის საწყობში, სადაც, როგორც მოგვაინებით გაირკვა, საშიში ქიმიური პროდუქცია ინახებოდა. აფეთქებამ პორტის საწყობებში შენახული ტვირთის დიდი ნაწილი გაანადგურა. გარდა ამისა, დაიწვა ათასობით მანქანა.
ევაკუაცია საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ქარმა მიმართულება შეიცვალა, პოლიციამ კი დაადასტურა, რომ აფეთქების ადგილას მომწამვლელი ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნეს. მიმართულების შეცვლის შემდეგ შეიქმნა საშიშროება, რომ ტოქსიკურ ნაწილაკებს, რომლებიც ქარს აქამდე ზღვისკენ მიჰქონდა, ახლა ქალაქში გაავრცელებდა
ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით