ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი სექტემბერში ჩინეთსა და აშშ–ში გაემგზავრება

15 აგვისტო, 2015 •
პრემიერ–მინისტრი სექტემბერში ჩინეთსა და აშშ–ში გაემგზავრება

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ჩინეთის პრემიერ-მინისტრს, ასევე გაიმართება მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ დალიანსა და პეკინში.

 

ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სექტემბრის ბოლოს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს ვიზიტი დაგეგმილი. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ორმხრივი, ისე გაფართოებული შეხვედრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი