ახალი ამბები

ფოთის მერიის ცნობით, პლაჟს 365 ათას ლარად ღირებული გამწმენდი მანქანით დაასუფთავებენ

15 აგვისტო, 2015 • 1106
ფოთის მერიის ცნობით, პლაჟს 365 ათას ლარად ღირებული გამწმენდი მანქანით დაასუფთავებენ

როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდზეა განმარტებული, ”ბიჩტეკი – 300” თანამედროვე, პლაჟის საწმენდი მანქანა–დანადგარია, რომელიც კომპლექტურია და შედგება ორი ნაწილისაგან: ტრაქტორისა და უშუალოდ საწმენდი მექანიზმისგან.

მერიის ცნობით, ტექნიკური მხარეების დაზუსტების შემდეგ, ნაპირსაწმენდი მანქანა – დანადგარი ფოთის მუნიციპალიტეტის შპს “ინფრასტრუქტურა 2008–ს” საექსპლუატაციოდ უახლოეს დღეებში გადაეცემა.

“ფოთისათვის მეტად საჭირო და დროული შენაძენი ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ამიერიდან ქალაქ ფოთის ზღვის სანაპირო, პირველად დასუფთავდება სპეციალური მექანიზმებით, რაც, უთუოდ ხელს შეუწყობს ქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას,”– აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

‘ბიჩტეკი 300’. ფოტო – ფოთის მერიის ფეისბუკის გვერდიდან

‘ბიჩტეკი 300’. ფოტო – ფოთის მერიის ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი