კობა ხარშილაძეს რეკომენდაციის, ასევე ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად სასამართლომ  განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა 9 თვის ვადით. თუმცა, ხარშილაძეს აქვს “გრინსერვისის” საქმეზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი აქვს. ამ სასჯელმა შთანთქა ახლად განსაზღვრული სასჯელი. “გრინსერვისის” საქმეზე ხარშილაძეს სასჯელის ნაწილი ხარშილაძეს უკვე მოხდილი აქვს და იგი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებს. 


მიხეილ ძაძამიას რეკომენდაციისა და ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 თვისა და 23 დღის ვადით.  ძაძამიას აღკვეთის ღონისძიების სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გატარებული აქვს 8 თვეზე მეტი, შესაბამისად მისჯილი 8 თვე და 23 დღე ჩაეთვალა დანიშნული სასჯელის ვადაში. ძაძამიას საპატიმროში დამატებითი პერიოდის გატარება აღარ მოუწევს.

მიხეილ ძაძამია
მიხეილ ძაძამია

კობა ხარშილაძე
კობა ხარშილაძე

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *