ახალი ამბები

სავალდებული საპენსიო შენატანები 8 თვით უნდა შეჩერდეს – ევროპული საქართველო

16 მარტი, 2020 • 1198
სავალდებული საპენსიო შენატანები 8 თვით უნდა შეჩერდეს – ევროპული საქართველო

“ევროპული საქართველო” გამოდის ინიციატივით, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, 8 თვით შეჩერდეს სავალდებულო საპენსიო შენატანები. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპული საქართველო” ავრცელებს.

ინიციატივის მიხედვით, ფული გამოუთავისუფლდებათ როგორც მოქალაქეებს, ისე – დამსაქმებლებსა და სახელმწიფოს:

“[ინიციატივის] შედეგად, დასაქმებულების ჯიბეში 108.2 მლნ ლარი დარჩება, რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ; მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას; სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად”, – წერია “ევროპული საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით დაინფიცირების 33 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი