ახალი ამბები

EBRD კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

16 მარტი, 2020 • 773
EBRD კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD)ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის დასაფინანსებლად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს.

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, დირექტორთა საბჭომ ხელი მოაწერა „საგანგებო პაკეტს“, რომელიც წარმოადგენს „ბანკის პირველ ნაბიჯს მზადყოფნის გამოსახატავად, რათა გააკეთოს უფრო მეტი მაშინ, როდესაც საჭირო გახდება“.

„ე.წ. სოლიდარობის პაკეტი იმის დემონსტრაციაა, რომ EBRD ბიზნესისთვის ღია რჩება და მზად არის იმოქმედოს მყისიერად და დაბეჯითებით“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ასევე წერს, რომ როდესაც საუბარია ეკონომიკის მოკლე და გრძელვადიან ზეგავლენაზე, ჯერჯერობით რთულია საბოლოო შედეგზე საუბარი, ვინაიდან არსებული სიტუაცია მყისიერად იცვლება.

თუმცა განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკის ზემოქმედების ქვეშ მყოფ რეგიონებში ეს რეგულაცია აუცილებლად იარესებს „თუმცა, განსხვავებით 2008 წლის კრიზისისა, სწრაფი აღდგენა შესაძლებელი იქნება მაშინვე, როდესაც ვირუსის გავრცელება კონტროლის ქვეშ მოექცევა“.


16 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 33 შემთხვევაა რეგისტრირებული. მსოფლიოში კორონავირუსის 153 ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული, გარდაცვლილია 5 700-ზე მეტი ადამიანი. ვირუსი გავრცელებულია მსოფლიოს 146 ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი