ახალი ამბები

კორონავირუსი დღეს 3 პაციენტს დაუდგინდა

15 მარტი, 2020 • 1676
კორონავირუსი დღეს 3 პაციენტს დაუდგინდა

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა დღეს 3-ით გაიზარდა და ამჟამად 33-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილი ვებგვერდი Stopcov.ge ავრცელებს.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ცნობით, ინფიცირებული პაციენტები საშუალო ასაკის არიან. ერთის მდგომარეობა სერიოზულია, ორის – არა.

ცერცვაძის ინფორმაციით, სამივე დამოუკიდებელი შემთხვევაა და მათ კავშირი არ აქვთ წინა კლასტერებთან (ინფექციის გადადების ჯგუფებთან). ამ ეტაპზე უცნობია გადადების ადგილი, თუმცა ცნობილია, რომ მათ კონტაქტი ჰქონდათ მაღალი ეპიდემიოლოგიური ქვეყნის მოქალაქეებთან. უცნობია ამ ქვეყნის დასახელებაც.

“სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან, მაღალი რისკის ქვეყნებიდან.  ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმ იმედის მომცემ სიტუაციას, როცა საქართველოში არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ არ იცის ვისგან დაინფიცირდა. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს, მაგრამ საბედნიეროდ ამ სამივე ადამიანმა იცის ვისთან ჰქონდა კონტაქტი”, – აცხადებს ცერცვაძე.

მისივე ცნობით, სამივე მათგანი იყენებდა იზოლაციის ერთ-ერთ ფორმას, თვით-იზოლაციას ან კარანტინს.

დღეს ღამით კიდევ 9 ანალიზის შედეგი გახდება ცნობილი. ცერცვაძის ცნობით, მიმდინარეობს ინფიცირებულების ეპიდკონტაქტების შესწავლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი