ახალი ამბები

საქართველოში გამოკითხულთა 91% აცხადებს, რომ ტუალეტის შემდეგ რეგულარულად იბანს ხელებს – 2015 წლის კვლევა

15 მარტი, 2020 • 1088
საქართველოში გამოკითხულთა 91% აცხადებს, რომ ტუალეტის შემდეგ რეგულარულად იბანს ხელებს – 2015 წლის კვლევა

2015 წელს WIN/Gallup-ის მიერ ჩატარებული საერთაშორისო გამოკითხვის თანახმად, საქართველოში გამოკითხული მოსახლეობის 91-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ტუალეტის შემდეგ ავტომატურად, რეგულარულად იბანს ხელებს საპნით.

ეს ამ კვლევის თანახმად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია და საქართველო იმ 63 ქვეყანას შორის, სადაც აღნიშნული კვლევი ჩატარდა, მე-11 ადგილზეა.

როგორც ცნობილია, ხელების ჰიგიენა კორონავირუსის (და სხვა ვირუსებისაც) პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა სპეციალისტების მხრიდან.

2015 წლის საერთაშორისო კვლევისას საქართველოში საველე სამუშაობი გორბმა ჩაატარა. პირისპირ ინტევრიუების გზით გამოიკითხა 1000 ადამიანი, ასაკი 15 +.

ამ კუთხით შედგენილ რეიტინგში საქართველო სამეზობლოში მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება (94%), რუსეთში გამოკითხული ადამიანების 63 პროცენტი აცხადებს, რომ ტუალეტის შემდეგ ავტომატურად იმუშავებს ხელებს საპნით, სომხეთში – 84%, აზერბაიჯანში გამოკითხვა არ ჩატარებულა. რეიტინგს საუდის არაბეთი ლიდერობს, სადაც გამოკითხულთა 97% პროცენტი აცხადებს, რომ ტუალეტის შემდეგ ხელებს ავტომატურად იმუშავებს საპნით.

ამავე თემაზე გირჩევთ, როგორ დავიბანოთ ხელები სწორად WHO-ს რეკომენდაციის თანახმად:

მასალების გადაბეჭდვის წესი