ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.9 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა.
მათივე ცნობით, შემცირებულია საქართველოდან გაგზავნილი თანხის მოცულობაც: 2015 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.1 მლნ აშშ დოლარი (29.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.2 მლნ აშშ დოლარისა (26.7 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.