ახალი ამბები

საფრანგეთში საჯარო დაწესებულებების ნაწილი იკეტება

15 მარტი, 2020 • 915
საფრანგეთში საჯარო დაწესებულებების ნაწილი იკეტება

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ედუარდ ფილიპის თქმით, კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე საფრაგეთში ყველა არა აუცილებელად საჭირო სახალხო დაწესებულებები უნდა დაიკეტოს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება კაფეებს, რესტორნებს, კინოთეატრებს, ღამის კლუბებსა და ყველა არა აუცილებელად საჭირო ბიზნესს. ფილიპმა ასევე რეკომენდაცია მისცა საფრანგეთის მოსახლეობას თავი შეიკავონ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებისგანაც.

ფილიპის თქმით, საჭირო დაწესებულებებში, რომელსაც აღნიშნული აკრძალვა არ შეეხება შედის სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, თამბაქოს მაღაზიები და ბენზიგასამართი სადგურები. ასევე არ ჩაიშლება კვირას, 15 მარტს ჩანიშნული ადგილობრივი არჩევნები.

გარდა ამისა არ დაიხურება რელიგიური შენობები, თუმცა აქ შეკრებები და ცერემონიების გამართვა დროებით გადაიდება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც მოსახლეობა ხელისუფლების მიერ გაცემულ ინსტრუქციებს არ დაემორჩილა.

საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ერთ დღეში 838 ახალი შემთხვევით გაიზარდა. შაბათს, 14 მარტს კი ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით 12 ადამიანი დაიღუპა, რის შემდეგაც გარდაცვლილების საერთო რიცხვა საფრანგეთში 79-ს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი