მათ შორის, იმპორტიორთა კავშირი აცხადებს, რომ ივლისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 34,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 57,6 ათასი ტონა.
მათივე ცნობით, საწვავის კატეგორიების მიხედვით, ივლისში თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 24,4 ათასი ტონა ანუ 70,7%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 9,7 ათასი ტონა ანუ 28,1%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,4 ათასი ტონა ანუ 1,2%; ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა; 50PPM (ევრო დიზელი) – 26,4 ათასი ტონა ანუ 45,8%, L-62 დიზელის საწვავი – 31,2 ათასი ტონა ანუ 54,2%.
იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ქვეყნების მიხედვით, 2015 წლის ივლისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან – 29,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 32,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი – 24,2 ათასი ტონა – 26,3%; ბულგარეთი – 17,0 ათასი ტონა – 18,5%; რუსეთი – 10,6 ათასი ტონა – 11,5%; საბერძნეთი – 6,2 ათასი ტონა – 6,7%, თურქმენეთი – 4,5 ათასი ტონა – 4,9%.
რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებს, კავშირის განცხადებით, ივლისში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 12,5 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი – 90,4% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან; საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, ივნისში – 1,7 ათასი ტონა, მაისში – 1,3 ათასი ტონა; საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,9 ათასი ტონა, ივნისში – 2,6 ათასი ტონა, მაისში – 2,3 ათასი ტონა.