ახალი ამბები

ხაზარაძე ოპოზიციას და ხელისუფლებას საერთო ანტიკრიზისული საბჭოს შექმნისკენ მოუწოდებს

14 მარტი, 2020 • 1688
ხაზარაძე ოპოზიციას და ხელისუფლებას საერთო ანტიკრიზისული საბჭოს შექმნისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” გამოდის ინიციატივით შეიქმნას ინტერპარტიული საბჭო – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა. მისი განმარტებით აღნიშნული საბჭოს შექმნის აუცილებლობა კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე დადგა. მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს და ხელისუფლებას გაერთიანდნენ ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო:

“რადგან კორონავირუსის გლობალურმა გავრცელებამ განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო, მთელი რიგი სახელმწიფოები მიმართავენ სხვადასხვა ზომებს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, პოლიტიკური გაერთიანება “ლელო” გამოდის ინიციატივით – შეიქმნას ინტერპარტიული საბჭო. შეიკრიბოს ყველა ოპოზიციური პარტია და ხელისუფლება ანტიკრიზისული მრგვალი მაგიდის გარშემო, რათა ქვეყანა მზად იყოს ყველა გამოწვევასთან გასამკლავებლად”, – წერია ხაზარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი განმარტებით პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ზეპარტიულია, საერთო ეროვნული საკითხია და ერთიანი ძალისხმევა სჭირდება. გარდა ამისა, ხაზარაძე პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს გვერდზე გადადონ პარტიული განსხვავებები და საზოგადოებას დაუდგნენ გვერდში. განსაკუთრებული ზრუნვა კი სოციალურიად დაუცველი ფენებისადმი გამოიჩინონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი