ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანს და მის ცოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

14 მარტი, 2020 • 1726
ფაშინიანს და მის ცოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ცოლთან ერთად გუშინდელი დღის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ფეისბუკით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

“გუშინდელი დღის შემდეგ აღელვებული ვართ, მას შემდეგ რაც გავიგეთ რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა [მოგვიანებით, თავად ბრაზილიის პრეზიდენტმა ეს ინფორმაცია უარყო] და თვითიზოლაცია გადავწყვიტეთ. 7 მარტს ანა [ფაშინიანის ცოლი] ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლს შეხვდა და გადაეხვია”, – წერდა ფაშინიანი ტესტის გავლამდე ფეისბუკზე.

სომხეთში 14 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის 18 დადასტურებული შემთხვევაა. ოფიციალური ინფორმაციითვე, იზოლირებულია 200-მდე ადამიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი