ავიაკომპანია Wizz Air-ის განცხადებით 2020 წლის 15 მარტიდან კომპანიის ფრენები შეჩერდება პოლონეთის მიმართულებით. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მიაწოდა. განცახედების მიხედვით აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუზ მორავიეკის განცხადების საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც პოლონეთი შეზღუდვებს აწესებს საერთაშორისო ფრენებზე.
“ფრენების შეზღუდვის მიზანი ახალი COVID-19-ის პანდემიის გავრცელების მინიმალიზაციაა. 2020 წლის 15 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდებათ უფლება შესვლის უფლება პოლონეთის ტერიტორიაზე, ხოლო პოლონეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან ქვეყანაში დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნებიან კარანტინში”, – წერია განცხადებაში.
Wizz Air-ის განმარტებით ბილეთის ღირებულების 120% აუნაზღაურდებათ იმ მომხარებლებს, რომელთაც შეძენილი ჰქონდათ ბილეთები. თუმცა აღნიშნული თანხა მათ დაერიცხებათ Wizz Credit-ზე, რომლითაც ისინი 24 თვის განმავლობაში შეძლებენ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობას. მაგრამ კომპანიის მომხარებლებს ექნებათ საშუალება მოითხოვონ აღნიშნული თანხის ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით მეტ დროს მოითხოვს. ამასთან ფულადი ანაზღაურების შემთხვევაში მომხმარებლებს თანხის 100% აუნაზღაურდებათ.