ახალი ამბები

უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის “მესამეული” გადაცემა – გამყრელიძე

14 მარტი, 2020 • 1923
უკვე დაფიქსირდა კორონავირუსის “მესამეული” გადაცემა – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დეირექტორის, ამირან გამყრელიძეს თქმით, კორონავირუსის COVID-19-ის 5 ახალი, დადასტურებული შემთხვევა იტალიას უკავშირდება. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს, 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძემ ბრიფინგზე არ განმარტა ახალ შემთხვევებთან დაკავშირებული დეტალები, თუმცა აღნიშნა, რომ პირველად გამოვლინდა მესამეული გადაცემის შემთხვევები, რაც, გამყრელიძის თქმით, ნიშნავს, რომ საქართველოში დაინფიცირებულმა პირმა ქვეყნის შიგნით გადასდო ვირუსი სხვას.

საქართველოში 14 მარტის, შუადღის მოანცმებით, დადასტურებულია კორონავირუსის 30 შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54.

მასალების გადაბეჭდვის წესი