ახალი ამბები

ხიდაშელი ალასანიაზე: “კაბელების საქმის” პოლიტიზება წინა მინისტრმა მოახდინა

13 აგვისტო, 2015 • • 1564
ხიდაშელი ალასანიაზე: “კაბელების საქმის” პოლიტიზება წინა მინისტრმა მოახდინა

“ამ შემთხვევაში მე მხოლოდ და მხოლოდ კანონს მოთხოვნები შევასრულე. აქ პოლიტიკური სარჩულების ძებნა, ვიღაცა უკმაყოფილოა, ვიღაცა ბედნიერია, ვირაცა გაბრაზებულია, “თინა კარგი გოგოა, ნახე, როგორი მაგარი გადაწყვეტილება მიიღო”… სიამოვნებით მივიღებ ამ კომლიმენტებს, მაგრამ ერთადერთი, რაც გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ის იყო, რომ კანონის მოთხოვნა შეასრულა. ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული მისცა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა. იმიტომ რომ ერთი ადამიანი, ან ერთი პოლიტიკური ძალა რაღაცაზე საუბრობს, რომ ის არის პოლიტიკურად მოტივირებული, ეს არ ნიშნავს რომ ის არის პოლიტიკურად მოტივირებული. დღესაც აჟიოტაჟი მათ [თავისუფალმა დემოკრატებმა] ატეხეს, მაშინ როდესაც საქმე პირიქით არის”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

 

ხიდაშელი ამბობს, რომ მას შეეძლო გაეჯანჯლებინა ეს პროცესი, კანონზე მაღლა დამდგარიყო და არ შეესრულბინა კანონის მოთხოვნები.

 

“მე რომ დავიწყო იმის მტკიცება, რომ მთავრობაში ყველა ამ აზრზეა, პრემიერსაც არავითარი პრობლემა არ გააჩნია, პირიქით… ამ ლაპარაკს რა აზრი აქვს? ჩემი სიტყვა დარჩება ჩემს სიტყვად, ვიღაცის სიტყვა დარჩება ვიღაცის სიტყვად. ფაქტი მოხდა, ის აქტი გაუქმდა, რომლითაც მათ უფლებამოსილება ჰქონდა შეჩერებული და ის ხალხი აღდგენილია საკუთარ თანამდებობებზე”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრის ბრძანებით თანამდებობებზე აღადგინეს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, სამმართველოს მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ნუგზარ კაიშაური და ამავე დეპარტამენტის ინფორმაციული სისტემების სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი დავით წიფურია.

რაც შეეხება შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს გიზო ღლონტს, სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 2013 წლის 31 დეკემბერს დატოვა და მისი სამსახურიდან წასვლა „კაბელების საქმეს“ არ უკავშირდება.

თინა ხიდაშელი. ფოტო – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
თინა ხიდაშელი. ფოტო – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი