ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 30-მდე გაიზარდა

14 მარტი, 2020 • 1554
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 30-მდე გაიზარდა

14 მარტის მდგომარეობით, ლაბორატიულად კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც, შემთხვევების რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი სამთავრობო ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებული ადამიანების რიცხვი 418-მდე გაიზარდა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მოთავსებულია 54 ადამიანი.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა საქართველოში რეგისტრირებულ პირველ პაციენტს. მისი საბოლოო გამოჯანმრთელება კი 15 მარტს განმეორებითმა ტესტმაც უნდა დაადასტუროს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის 142 ათასი შემთხვევაა დარეგისტრირებული, საიდანაც 5 400-მდე ადამიანი გარდაიცვალა. 81 ათასი ფაქტია რეგისტრირებული ჩინეთში, სადაც ახალი შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება და იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. კორონავირუსის ფაქტები განსაკუთრებით იზრდება იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი