ახალი ამბები

დასაბუთებული მიზეზის გარეშე დანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ

14 მარტი, 2020 • 1725
დასაბუთებული მიზეზის გარეშე დანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აღარ შეუშვებენ

დასაბუთებული მიზეზის გარეშე დანიამ ქვყენაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა აკრძალა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დღეს გამოაცხადა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში შაბათს, 12:00 საათიდან შევა ერთ-ერთია იმ გამკაcრებული ზომებიდან, რომელიც ქვეყანამ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიიღო.

დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შესაძლებელი იქნება აუცილებელი საჭიროებების შემთხვევაში უცხოელების დაშვება, თუმცა მათ ვიზიტი უნდა დაასაბუთონ.

მაგალითისთვის, საზღვრის გადაკვეთის ნებას დართავენ პირებს, რომლებსაც დანიაში ბინადრობის უფლება აქვთ, ან დასაქმებულები არიან ქვეყნის შიგნით. ამასთან, კვლავ შესაძლებელი იქნება ქვეყანაში საკვებისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების იმპორტის მიზნით შესვლა თუმცა, დროებით შეიზღუდება რეგულარული ოჯახური ვიზიტები. შეზღუდვა 13 აპრილამდე იმოქმედებს.

ვის შეუძლია დანიაში შესვლა

[checklist]

  • თუ ადამიანი არის დანიის მოქალაქე
  • თუ ადამიანი ცხოვრობს ან მუშაობს დანიაში
  • თუ პირი ეწევა სხვადასხვა პროდუქტების იმპორტს დანიაში
  • თუ პირი ეწევა ექსპორტს დანიიდან
  • თუ ადამიანს აქვს ბავშვების მონახულების უფლება დანიაში
  • თუ ადამიანი გეგმავს ოჯახის წევირს მონახულებას დანიაში, რომელიც მძიმედაა ავად
  • თუ ადამიანს აქვს მყარი დასაბუთება ვიზიტის საჭიროების შესახებ

[/checklist]

დანიაში ამჟამად ახალი კორონავირუსის 801 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. 23 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში გადის, 4 მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გავრცელების მაჩვენელი დანიაში გაცილებით მაღალია.  ჯანმრთელობის ეროვნული საბჭო მოსახლეობას აღარ მოუწოდებს მიმართონ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ დაავადების სიმპტომები ძალიან მძიმე არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი