ახალი ამბები

იტალიელები აივნებიდან ერთმანეთს სიმღერით ამხნევებენ [ვიდეო]

13 მარტი, 2020 • 2215
იტალიელები აივნებიდან ერთმანეთს სიმღერით ამხნევებენ [ვიდეო]

The Guardian ავრცელებს ვიდეოს, რომელიც, მათი ცნობით, იტალიის სხვადასხვა ქალაქში გადაღებული და ჩანს, როგორ მღერიან კარანტინში მყოფი მოქალქეები. თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები ერთმანეთის გამხნევებას ამ ფორმით ცდილობენ.

12 მარტიდან მთელი იტალიის ტერიტორიაზე დაიხურა სავაჭრო ცენტრები, სალონები, ბარები და რესტორნები. მუშაობის უფლება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქებს აქვთ. შეზღუდვა მომდევნო 14 დღის განმავლობაში იმოქმედებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 12 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავიურით ინფიცირებული ადამიანების რიცხვმა 12 462 მიაღწია, გარდაცვლილია 827 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი