ახალი ამბები

თურქეთში კორონავირუსის შეხთხვევა 5-მდე გაიზარდა

13 მარტი, 2020 • 1443
თურქეთში კორონავირუსის შეხთხვევა 5-მდე გაიზარდა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 5-მდე გაიზარდა. Daily Sabah წერს, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო თურქეთი ევროპის ცხრა ქვეყანასთან  17 აპრილამდე ფრენებს შეაჩერებს.

საუბარია ისეთ ქვეყნაბზე როგორებიცაა: საფრანგეთი, ბელგია, ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვედეთი. თურქეთს ფრენები უკვე შეჩერებული აქვს ჩინეთთან, ირანთან, იტალიასთან და სამხრეთ კორეასთან.

Daily Sabah-ის ინფორმაციით, თურქეთში ვირუსის პირველი შემთხვევა ამ კვირას დაფიქსირდა, როცა ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან დაბრუნებულ კაცს კორონავისური დაუდასტურდა. 4 ახალი შემთხვევაც სწორედ მას უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი