ახალი ამბები

საგარეო უწყება: ვმუშაობთ, რომ Viber-ის ქვეყნების ჩამონათვალიდან აფხაზეთი ამოიღონ

13 აგვისტო, 2015 • 923
საგარეო უწყება: ვმუშაობთ, რომ Viber-ის ქვეყნების ჩამონათვალიდან აფხაზეთი ამოიღონ

“ჩვენ ამაზე დაწყებული გვაქვს მუშაობა დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ, როცა გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ Viber-ს ჰქონდა ასეთი რამ დატანებული თავის მოხმარების სერვისებში, ანუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. გვქონდა კომუნიკაცია Viber–ის ოფისთან კვიპროსში, მათ აქვთ ორი ოფისი, ერთი მდებარეობს კვიპროსში, მეორე – მთავარი ოფისი ისრაელში. კვიპროსში როდესაც გვქონდა კომინიკაცია, მაშინ მოხერხდა მათ დონეზე იმის გადაჭრა, რომ Viber Out სერვისიდან ამოღებულ იქნა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სეგმენტი, ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებას Viber–ის ცენტრალურ ოფისთან ისრაელში, რომ ზოგადად, მთლიანად, აპლიკაციის ჩამონათვალიდან მოხდეს ამოღება,”– განუცხადეს “ნეტგაზეთს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. 

 

აფხაზეთი Viber-ის ქვეყნების ჩამონათვალში
აფხაზეთი Viber-ის ქვეყნების ჩამონათვალში

სამხრეთ ოსეთი Viber-ის ქვეყნების ჩამონათვალში
სამხრეთ ოსეთი Viber-ის ქვეყნების ჩამონათვალში

მასალების გადაბეჭდვის წესი