ახალი ამბები

ლარი დოლართან 4.4 თეთრით, ევროსთან კი 2.7 თეთრით გაუფასურდა

13 მარტი, 2020 • 971
ლარი დოლართან 4.4 თეთრით, ევროსთან კი 2.7 თეთრით გაუფასურდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 4.4 თეთრით ევორსთან კი 2.7 თეთრით გაუფასურდა. შედეგად ერთი აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.99 ლარი, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება კი 3.34 ლარი გახდა. დღეს, 13 მარტს, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

მიმიდნარე კვირის განმავლობაში ლარის გაუფასურების ტენდენციას საქართველოს ეროვნული ბანკი 12 მარტს გამოეხმაურა და დევალვაცია ახალი კორონავირუსის გავრცელებას დაუკავშირა.

სებ-ში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა.

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას კორონავირუსს უკავშირებს

მასალების გადაბეჭდვის წესი