საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აკადემიკოსების არჩევნების პროცესის რამდენიმე თვით შეაჩერა. ამის შესახებ აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებისა და შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიიდუმმა მიიღო დადგენილება აკადემიკოსების არჩევნების პროცესის რამდენიმე თვით (ქვეყანაში კორონავირუსის დასრულებამდე) შეჩერების შესახებ”.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში 1 აპრილამდე შეჩერებულია სასწავლო პროცესი, გადაიდო სპორტული ღონისძიებები, ხოლო საჯარო მოხელეებისა და კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების ნაწილი დისტანციურად მუშაობს.