ახალი ამბები

პროკურატურა: პროკურორის სახელით მოქალაქეს 5 000 ლარი გამოსძალეს

13 აგვისტო, 2015 • 1053
პროკურატურა: პროკურორის სახელით მოქალაქეს 5 000 ლარი გამოსძალეს

პროკურატურა აცხადებს, რომ მოქალაქე ნანა გეწაძე  ერთ-ერთი ბრალდებულის ძმას – ზვიად  გოგატიშვილს, გაეცნო როგორც მოქმედი პროკურორი და ეს უკანასკნელი  დაარწმუნა,  რომ როგორც თანამშრომელი, ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა თბილისის პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან. უწყების ცნობით, იგი გოგატიშვილს დაპირდა, რომ  5000 ლარის გადახდის შემთხვევაში, მის პატიმარ ძმას გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება მსუბუქ სასჯელზე.

 

პროკურატურის განცხადებით, ნანა გეწაძე გოგატიშვილისვის ამ თანხის გადაცემის მომენტში დაკავეს. 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,ბ“  ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე. 

“მივმართავთ საზოგადოებას, რომ პროკურატურასთან ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური  მიმოწერის გზით და ყველა სხვა შემთხვევაში, თუკი ოდნავ მაინც საეჭვოა რაიმე გარემოება, გთხოვთ აცნობოთ  საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას ან პროკურატურის ნებისმიერ დანაყოფს,”– აცხადებს პროკურატურა. 

 

მსგავს შემთხვევასთან დაკავშრებით პროკურატურამ განცხადება რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა.

 

მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი